Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით დედა და ორი შვილი დაიღუპა


ტრაგედია დატრიალდა თბილისის ერთ-ერთ უბანში, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვას დედა და ორი შვილი ემსხვერპლა. შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია 47 წლის ქალი, 15 წლის გოგონა და 11 წლის ვაჟი.
მეზობლებმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ოჯახის წევრები გუშინდელი დღის შემდეგ არ გამოჩენილან. მაშველებმა კარი შეამტვრიეს, თუმცა ოჯახის სამივე წევრი გარდაცვლილი დახვდათ.
XS
SM
MD
LG