Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა ქსენოფობიის საწინააღმდეგო მიტინგი


მოსკოვში 26 დეკემბერს გაიმართა ქსენოფობიისა და შოვინზიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია. მიტინგი მშვიდობიანად დასრულდა, პოლიციას ამჯერად ძალა არ გამოუყენებია. როგორც რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი იუწყება, აქციაზე გაისმოდა შეძახილები „რუსეთი ყველასთვის“ და „ფაშიზმი არ გავა.“ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ბევრი საზოგადო მოღვაწე, მათ შორის ვიქტორ შენდეროვიჩი, მწერალი მარიეტა ჩუდაკოვა და სხვები. ამ მიტინგის ჩატარების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც 11 დეკემბერს მანეჟის მოედანზე რამდენიემ ათეული ადამიანი დაშავდა ნაციონალისტურად განწყობილ ბრბოსა და ფეხბურთის ქომაგთა პოლიციასთან შეტაკების დროს.
XS
SM
MD
LG