Accessibility links

ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა სააკაშვილთან გაჩეჩილაძის გარიგების ამბავი


ნინო ბურჯანაძე დაადასტურა, რომ 2008 წლის იანვარში გამართულ შეხვედრაზე ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს საადგილმამულო ბანკზე ესუაბრა. ამის თაობაზე „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ 26 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ ისაუბრა. ნინო ბურჯანაძის თქმით, იგი პირადად ესწრებოდა ამ შეხვედრას და მზად არის მოწმის სახით ჩვენებაც მისცეს, თუკი 2 წლის წინანდელი საიდუმლო გარიგების შესახებ გამოძიება დაიწყება. თუმცა, ბურჯანაძე ვერ აკონკრეტებს, აიღო თუ არა ლევან გაჩეჩილაძემ ფული ხელისუფლებისგან, თუმცა დასძინა, რომ სააკაშვილისა და მერაბიშვილის მტკიცებით, ლევან გაჩეჩილაძეს მათ თანხის ნახევარი გადასცეს. მანამდე ნინო ბურჯანაძის მეუღლემ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძე ხელისუფლებისგანა ფულის აღებაში დაადანაშაულა. ნინო ბურჯანაძის თქმით, გარიგების სანაცვლოდ მიხეილ სააკშვილმა მიიღო გარანტია, რომ ოპოზიცია არ შეუშლიდა ხელს ინაუგურაციის ჩატარებას. ნინო ბურჯანაძე ეჭვობს, რომ „ქართული პარტია“, რომლის თავმჯდომარეც ლევან გაჩეჩილაძეა, შესაძლოა, ამჟამადაც იყოს ხელისუფლებასთან გარიგებული და სწორედ ამიტომ უპირისპირდება „სახალხო კრებას“, რამაც აიძულა ყოფილი სპიკერი ორი წლის წინანდელი საიდუმო გარიგების დეტალები გამოეაშკარავებინა. ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე მის მიმართ „ბინძურ ცილისწამებაში“ დაადანაშაულა,- გადაცემა „აქცენტებში“ დებატებზე უარი განაცხადა.
XS
SM
MD
LG