Accessibility links

ირანმა შეაჩერა ქურთი აქტივისტის სიკვდილით დასჯა


ირანმა შეაჩერა ქურთი აქტივისტის ჰაბიბოლაჰ ლატიფის სიკვდილით დასჯა. ამის შესახებ ირანულ მედიას სიკვდილმისჯილის ადვოკატმა განუცხადა. ლატიფის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს სეპარატისტულ ჯგუფის მხარადჭერის გამო. სიკვდილმისჯილის ადვოკატის ნემატ აჰმედის თქმით, მისი კლიენტის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ იქნა მოყვანილი და მას უფლება მიეცა დღეს დილით ოჯახის წევრებს შეხვედროდა. საერთაშორისო უფლებათდამცველებმა თხოვნით მიმართეს ირანის ხელისუფლებას არ დაესაჯათ ლატიფი სიკვდილით, რომელსაც სასტიკი განაჩენი 2008 წელს გამოუტანეს სჯულის წინააღმდეგ ბრძოლის გამო.
XS
SM
MD
LG