Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა აცხადებს, რომ ომისათვის მზადაა


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მენ ბაკმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ ეშინია ჩრდილოეთ კორეის კომუნისტურ რეჟიმთან სამხედრო კონფლიქტისა. დღევანდელ რადიომიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთკორეული არმია მზადაა ”ულმობელი საპასუხო დარტყმა” განახორციელოს ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი სამხედრო პროვოკაციების მოწყობის შემთხვევაში. მანამდე, სამხრეთ კორეის სარდლობამ განაცხადა, რომ მზად არიან ”წმინდა ომისათვის”, თუკი ის გარდაუვალი იქნება.
XS
SM
MD
LG