Accessibility links

logo-print

კოტ-დ'ივუარის ოპოზიციის ლიდერი ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს


კოტ-დ'ივუარის ოპოზიციის ლიდერი ალასან უატარა, რომელმაც თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს, რათა გადადგომა აიძულონ ქვეყნის მოქმედ ლიდერ ლორან გბაგბოს. უატარამ განაცხადა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებით უნდა გამოიწვიონ ქვეყნის პარალიზება და აიძულონ გბაგბო არჩევნებში დამარცხება აღიაროს. გაერომ, აშშ-მა, საფრანგეთმა და აფრიკული ქვეყნების ნაწილმა არჩევნებში გამარჯვებულად უატარა ცნეს. ლორან გბაგბო უარს ამბობს, არჩევნებში დამარცხება აღიაროს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მოქმედებს შეთქმულება, რომელსაც ვაშინგტონი და პარიზი უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG