Accessibility links

logo-print

მიხაილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი გაფლანგვასა და ფულის გათეთრებაში ცნეს დამნაშავედ


მოსკოვის სასამართლომ გამოაცხადა, რომ ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი და მისი ბიზნესპარტნიორი პლატონ ლებედევი დამნაშავე არიან გაფლანგვასა და ფულის გათეთრებაში. ეს მათი მეორე სასამართლო პროცესია. ხოდორკოვსკი და ლებედევი 2003 წელს დააპატიმრეს თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის. მათ ბრალად ედებათ „იუკოსისა“ და მისი პარტნიორებისგან 218 მილიონი ტონა ნავთობის მოპარვა და მილიარდობით დოლარის ოდენობის ფონდების გათეთრება. ორი ბრალდებული შეიძლება 2017 წლამდე დარჩეს ციხეში, თუკი მათ დამატებით შეუფარდებენ 14 წლით პატიმრობას, რომელიც, პროკურატურის თანახმად, ამჟამინდელ რვაწლიან პატიმრობასთან ერთად უნდა მოიხადონ.
XS
SM
MD
LG