Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა ”ბორჯომის” სარეკლამო კამპანია დაიწყო


რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა ქართული მინერალური წყლის, ”ბორჯომის”, სარეკლამო კამპანია დაიწყო - ამის შესახებ სააგენტო რეგნუმი იუწყება. მისი ინფორმაციით, გასულ საღამოს ერთ-ერთი პოპულარული ტელეკონკურსის სარეკლამო ბლოკში გადაიცა რუსეთში აკრძალული ქართული მინერალური წყლის რეკლამა, რომლის თანახმად, ”თუ დღესასწაულის თავის ტკივილად გადაქცევა არ გსურთ, საქართველოს მთების ვულკანური სიღრმიდან წამოსული და სასარგებლო მინერალების შემცველი უნიკალური წყალი სიმსუბუქეს და თავისუფლებას მოგანიჭებთ”. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშჩენკომ, 2006 წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ უხარისხობის გამო, ქვეყნის ტერიტორიაზე მინერალური წყლის, ”ბორჯომის”, შეტანა აიკრძალა.
XS
SM
MD
LG