Accessibility links

logo-print

ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ-ს ახალი რექტორია


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს. რექტორის თანამდებობაზე მის კანდიდატურას დღეს მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 12-ივე წევრმა, რომელთა შეფასებით, კვიტაშვილმა ყველაზე რეალური კონცეფცია წარადგინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მათგანმა, მარიამ ცაცანაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ უნივერსიტეტმა მხარი აკადემიური წრის წარმომადგენელს არ დაუჭირა. მისივე შეფასებით, ”არჩევანი ჭკუის და ღირსების საქმეა, აკადემიურ საბჭოს კი, ორივემ უღალატა”. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა რექტორად არჩეულმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. მისი განცხადებით, ბევრია გასაკეთებელი, რათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპულ სასწავლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიმკვიდროს.
XS
SM
MD
LG