Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაიმ მოიწონა ავღანეთში საპარლამენტო არჩევნებისას მომხდარი დარღვევების შემსწავლელი სასამართლოს შექმნა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მოიწონა საგანგებო სასამართლოს შექმნა, რომელიც სექტემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი გაყალბების ფაქტებს შეისწავლის. ავღანეთის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი ორგანო, რომელშიც ხუთი ექსპერტი შევა, მიმდინარე კვირაში დაიწყებს მუშაობას. ავღანეთის ახალი პარლამენტი 20 იანვარს უნდა შეუდგეს მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ ზოგი კანდიდატი, რომელიც არ იქნა არჩეული, განაგრძობს საპარლამენტო არჩევნების შედეგის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას.
XS
SM
MD
LG