Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა შიმშილობის აქცია დაიწყო


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილი დღეიდან შიმშილობის აქციას იწყებს გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა საზოგადოების უდიდესი ნაწილის უმძიმესმა სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა. შიმშილობის აქციის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად საინიციატივო ჯგუფმა სახალხო დამცველს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და თბილისის მერიას მიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მალხაზ თოფურიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათი მოთხვოენების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის აქცია 7 იანვრამდე გაგრძელდება. აქციაში მონაწილეობს 20 ადამიანი, რომელთაგან თითქმის ყველა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეა. მათ შორის არის სამი ვიცე-პოლკოვნიკი და რამდენიმე თადარიგის ოფიცერი.
XS
SM
MD
LG