Accessibility links

logo-print

პაკისტანში სავარაუდოდ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშს სულ ცოტა 18 მეამბოხე ემსხვერპლა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ავიადარტყმების შედეგად, რომელიც სავარაუდოდ შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავმა განახორციელა, სულ ცოტა 18 მეამბოხე დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება. დარტყმები განხორციელდა მეამბოხეთა ავტომობილებზე და ბანაკებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ვაზირისტანის მთავარი დასახლებული პუნქტის, მირანშაჰის მახლობლად მდებარეობს. როგორც იტყობინებიან, მოკლულთა უმრავლესობა პაკისტანელებია.
XS
SM
MD
LG