Accessibility links

ლევან გაჩეჩილაძე - ბურჯანაძე სააკაშვილისთვის გამარჯვების მილოცვას მთხოვდა


“ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე მას სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევასა და გამარჯვების მილოცვას სთხოვდნენ. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა. მისი თქით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრას მას ამერიკის ელჩი და დასავლეთი სთხოვდნენ. გაჩეჩილაძის აზრითვე, შეხვედრებზე უარის თქმა და ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. მისი თქმით, მას უაზრო სისხლის სუნი სცემდა და ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სურდა. გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ საუბრისას, ნინო ბურჯანაძემ ბრალი დაადო ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც, ყოფილი სპიკერის თქმით, 2008 წლის იანვრის არჩევნების წინ, გარკვეულ საფასურად, გაურიგდა მიხეილ სააკაშვილს. დღეს „ქართულმა პარტიამ“ ბურჯანაძის ბრალდებას „სასოწარკვეთილი ქალის წყევლა უწოდა“.
XS
SM
MD
LG