Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილის ჩხუბზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია


ქართული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას, შორის მოხდარი ჩხუბის თაობაზე. ახალი ამბების სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით შელაპარაკების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა სასტიკად სცემა დათა ახალაიას. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით კი ნაცემია ირაკლი ოქრუაშილი, რომელსაც ნეკნი აქვს გატეხილი. მოგვიანებით ტელეკომპანია „მაესტროსთან“ მოკლე სატელეფონო კომენტარში კი ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მართებულად არ მიაჩნია „კომენტარის გაკეთება იმაზე, რაზეც შეიძლება ხვალ პოლიციასთან ახსნა-განმარტებების გაკეთება დასჭირდეს“. გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის შელაპარაკება პარიზში, სასტუმრო “პარკ ჰაიატ პარიზ ვანდომთან” მოხდა, სადაც დათა ახალაია თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG