Accessibility links

ელტონ ჯონი მამა გახდა


პოპმუსიკის სუპერვარსკვლავი ელტონ ჯონი და მისი პარტნიორი მშობლები გახდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზახარი ჯეკსონ ლევონ ფერნიშ-ჯონი შობის დღეს კალიფორნიაში სუროგატმა დედამ გააჩინა. ის 3,6 კგ-ს იწონის. სუროგატი დედის ვინაობა არ ხმაურდება. ეს ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის დევიდ ფერნიშის პირველი შვილია. ისინი სამოქალაქო ქორწინებაში 2005 წლიდან იმყოფებიან. გასულ წელს ჯონმა და ფერნიშმა უკრაინაში შიდსით დაავადებული ობოლი ბავშვის შვილად აყვანა სცადეს, თუმცა, უკრაინის ხელისუფლების მიერ დაწესებული ნორმების გამო, ვერ მოახერხეს.
XS
SM
MD
LG