Accessibility links

logo-print

”თავისუფალი საქართველო” შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შარშან შეტანილი ცვლილებების გაუქმებას მოითხოვს


პოლიტიკური ორგანიზაცია ”თავისუფალი საქართველო”, რომელიც კონსერვატიულ და ხალხის პარტიებს აერთიანებს, პარლამენტისგან მოითხოვს, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ძალადაკარგულად გამოაცხადოს შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შარშან შეტანილი ცვლილებები. თავისუფალი საქართველოს მოთხოვნის საფუძვლად იქცა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა. მანამდე კონსერვატიულმა და ხალხის პარტიებმა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის ამჟამინდელი ვარიანტი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
XS
SM
MD
LG