Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში დროებით დაიხურა კოდ დ’ივუარის საელჩო


პარიზში დროებით დაიხურა კოდ დ’ივუარის საელჩო. ორშაბათს ის ცოტა ხნით დაიკავეს არჩეული პრეზიდენტის, აპასან უატარას მომხრეებმა, რომელიც ვერ ახერხებს ხელისუფლებიდან გადააყენოს სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ლორან გბაგბო. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსალოდენლია ახალი ელჩის ჩასვლა. საფრანგეთი, რომლის ყოფილი კოლონიაც არის კოტ დ’ივუარი, საკვანძო როლს თამაშობს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაში. კოდ დ’ივუარის 20 ათასამდე ადამიანმა, სამოქალაქო ომის შიშით, დატოვა ქვეყანა და გადავიდა ლიბერიაში. გაეროს ლტოლვილთა უწყების თანახმად, წამსვლელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. გაქცეულები ორივე ძალის მომხრეები არიან.
XS
SM
MD
LG