Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სულ ცოტა 15 ადამიანი იქნა მოკლული აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად


სულ ცოტა 15 ადამიანი იქნა მოკლული დარტყმების სერიის შედეგად, რომლებიც ამერიკის უპილოტო თვითმფრინავებმა განახორციელეს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში. პაკისტანის უშიშროების სამსახურების ცნობით, იერიშების სამიზნე იყო მეამბოხეთა ობიექტები ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, ავღანეთის საზღვართან ახლოს. პირველი დარტყმის შედეგად დაინგრა 2 სახლი და მოკლულია სავარაუდოდ ხუთი შეიარაღებული მეამბოხე. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთის ინტერვალით, რამდენიმე რაკეტა ესროლეს სატვირთო მანქანებს, რომლებშიც მეამბოხეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 10 ადამიანი. როგორც იტყობინებიან, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც შეიძლება ყოფილიყვნენ.
XS
SM
MD
LG