Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში 24 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა


ნიგერიაში 24 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 86-მდე, ანუ ორნახევარჯერ გაიზარდა. სააგენტო დპა-ს ცნობით, ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა ნიგერიის საგანგებო ვითარებათა ეროვნულმა უწყებამ. თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ დაიღუპა 32 ადამიანი. პარასკევს ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ჯოსის მახლობლად, რამდენიმე ბომბი აფეთქდა; შემდეგ ათობით შეიარაღებულმა მებრძოლმა იერიში მიიტანა ქალაქ მაიდუგურის ქრისტიანულ ეკლესიაზე. რადიკალთა ისლამისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ თვითონ არის პასუხისმგებელი დღევანდელ თავდასხმებზე. ჯგუფი, სახელწოდებით, ბოკო ჰარამი, რომელიც ისლამური კანონის, შარიათის შემოღების მოთხოვნით გამოდის, იმუქრება, რომ თავდასხმებს კვლავაც მოაწყობს.
XS
SM
MD
LG