Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთმა და რუსეთმა ერთმანეთის დიპლომატები გააძევეს


ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ესპანეთმა და რუსეთმა ერთმანეთის დიპლომატები გააძევეს. სამინისტროს ცნობით, ერთი თვის წინათ რუსეთის ორი დიპლომატი გააძევეს „მათი სტატუსის შეუსაბამო საქმიანობისთვის“. ეს ფრაზა დიპლომატიის ენაზე ჯაშუშურ საქმიანობას ნიშნავს. ამავე ცნობით, რუსეთმა საპასუხოდ ესპანეთის ორი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. მადრიდის თანახმად, ინციდენტს ორივე ქვეყანა ამოწურულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG