Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში ერთი პალესტინელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა


სამშაბათს ღაზის სექტორში ერთი პალესტინელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ისრაელის მიერ ქალაქ ხან-იუნისზე იერიშის შედეგად. როგორც ფრანს-პრესი იტყობინება თვითმხილველებზე დაყრდნობით, მოკლულია ევროვნული წინააღმდეგობის კომიტეტის აქტივისტი. კოალიცია არის პალესტინური დაჯგუფება, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ისრალის ტერიტორიების წინააღმდეგ ახლახან ნაღმსატყორცნებით განხორციელებული იერიშისთვის. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ აწარმოებენ გამოძიებას და კომენტარებზე უარს ამბობენ. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ არ გამორიცხა პალესტინელებთან „დროებითი საზავო შეთანხმება.“
XS
SM
MD
LG