Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმუშევრობით გამოწვეული არეულობის მონაწილეებს ტუნისის პრეზიდენტი დასჯით ემუქრება


ტუნისის პრეზიდენტი ქვეყანაში გამართულ არეულობებს აფასებს, რომელიც კორუფციისა და უმუშევრობის წინააღმდეგ გაიმართა და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები ტუნისით დაინტერესებულ ბიზნესმენებსა და ტურისტებს დააფრთხობს, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას სამუშაო ბაზარზე. პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ არეულობაში ბრალდებულები კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯებიან. ორშაბათს დედაქალაქის ქუჩებში ახალგაზრდები გამოვიდნენ. საპროტესტო აქციები მოჰყვა ორი ახალგაზრდას თვითმკვლელობას, რომელიც უმუშევრობით იყო გამოწვეული.

XS
SM
MD
LG