Accessibility links

რუსეთში ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თვითმფრინავმა "ან-22"-მა ტულის ოლქში კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი თორმეტივე ადამიანი. როგორც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ცხედრები უკვე იპოვეს. თვითმფრინავი ტულის ოლქში, წითელი ოქტომბრის რაიონში ჩამოვარდა. სავარაუდოდ, შემთხვევა თვითმფრინავის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. თვითმფრინავი ვორონეჟიდან მიგალოვოს აეროდრომზე მიფრინავდა. ბორტზე ძირითადი და სათადარიგო ეკიპაჟი იმყოფებოდა. მაშველები შავ ყუთს ეძებენ, რათა ავიაკატასტროფის რეალური მიზეზები დაადგინონ.

XS
SM
MD
LG