Accessibility links

logo-print

აფეთქების თაობაზე ცრუ შეტყობინების გამო ცხინვალში სხდომა შეწყვიტა დე ფაქტო პარლამენტმა


აფეთქების შესახებ ტელეფონით მიღებული ანონიმური შეტყობინების გამო, ოკუპირებულ ცხინვალში სხდომა შეწყვიტა ადგილობრივმა დე ფაქტო პარლამენტმა. სააგენტო რესის ცნობით, დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომელთა ევაკუაციის შემდეგ შენობა შეამოწმეს გამნაღმველებმა, რომლებსაც რაიმე საეჭვო არ აღმოუჩენიათ. მომხდარის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ცრუ შეტყობინება სისხლის სამართლის დანაშაულია.
XS
SM
MD
LG