Accessibility links

logo-print

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მოითხოვს


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მიუნ ბაკი დღეს გამოვიდა მოწოდებით, მომავალ წელს განახლდეს მოლაპარაკები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე. მოლაპარაკებებში, რომელიც ჩრდილოეთმა კორეამ ორი წლის წინათ მიატოვა, ორი კორეის გარდა მონაწილეობენ იაპონია, ჩინეთი, რუსეთი და შერთებული შტატები. მოლაპარაკებების მიზანია, ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერება ეკონომიკური დახმარებისა და დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ. მიმდინარე წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონს ცეცხლი გაუხსნა და ოთხი ადამიანი მოკლა. ასევე ჩრდილოეთ კორეას სდებენ ბრალს მარტში სამხრეთ კორეის გემის ჩაძირვაში, რასაც 46 მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG