Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

29 დეკემბერს ერთი წელი შესრულდა ავღანეთში ორი ფრანგი ჟურნალისტის გატაცებიდან


29 დეკემბერს ერთი წელი შესრულდა ავღანეთში ორი ფრანგი ჟურნალისტის გატაცებიდან, რომლებიც თავიანთ სამ ავღანელ კოლეგასთან ერთად იქნენ შეპყრობილი. პარიზში, ტრიუმფულ თაღზე პროეცირებულია ტელეარხ „ფრანს ტრუას“ თანამშრომლების, ერვე გესკიერისა და სტეფან ტაპონიეს ფოტოები. მათი ნათესავები, ახლობლები და კოლეგები დღეს საღამოს ანთებული სანთლებით მსვლელობას გამართავენ. საფრანგეთის ხელისუფლება ცდილობს, ჟურნალისტების უსაფრთხოდ გათავისუფლება მოახერხოს. მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ხელისუფლებას მძევალთა ბედისადმი გულგრილობაში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG