Accessibility links

ვატიკანში აშშ-ის საელჩოს შენობასთან საეჭვო შეკვრა აღმოაჩინეს


ვატიკანში აშშ-ის საელჩოს შენობასთან საეჭვო შეკვრა აღმოაჩინეს. მაგრამ პოლიციამ ვერ იპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ დღეებში კიდევ რამდენიმე უცხოური საელჩოს შენობებთან იქნა ნაპოვნი საეჭვო შეკვრები, მაგრამ განგაში ყველა შემთხვევაში ყალბი აღმოჩნდა. 23 დეკემბერს რომში ჩილესა და შვეიცარიის საელჩოებში ფოსტით მისული შეკვრები აფეთქდა. ორი ადამიანი დაიჭრა. ორშაბათს ანალოგიური ბომბი იპოვეს და გააუვნებელყვეს იტალიაში საბერძნეთის საელჩოს შენობაში.
XS
SM
MD
LG