Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე რუსთაველის პრემიით დაჯილდოვდა


29 დეკემბერს ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შოთა რუსათაველის სახელობის პრემია და ოქროს მედალი გადასცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. საქართველოს მართლდმადიდებელი ეკლესიის მეთაურს სახელმწიფო კომისიამ მაღალი ჯილდო მიანიჭა „თანამდეროვე ქართული ხატწერისა და ქართული სასულიერო მუსიკის შექმნისა და განვითრების საქმეში შეტანილი განსაკურებული წვლილისა“ და „თავისუფლების, პატრიოტიზმისა და ჰუმიზმის იდეალებით გამსჭავალული მოღვაწეობისათვის“. დაჯილდოების დროს წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ილია მეორის 33 წლიან მოღვაწეობაზე, ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს და იგი ილია ჭავჭავაძეს შეადარა. „როგორც მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ შეძლაო აბსოლუტურად ახალი ქართული იდენტურობის ჩამოყალიბება, მეორე ილია, ილაია მეორეა, რომელმაც ზუსტად იგივე გააკეთა, თუ კარგადა გავაანალიზებთ და გავიხსენებთ, თუ რა მოხდა 70-იან წლებში,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მაღალი ჯიდოსათავის და გამოთქვა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაეხმარება თითოეულ ქართველს გამოავლინოს ღმრთისგან მომადლებული ნიჭი.
XS
SM
MD
LG