Accessibility links

პუტინმა მინისტრები გააკრიტიკა აეროპორტებში ქაოსის გამო


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის ყველა წვერს დააკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვის აეროპორტებში ახალი წლის წინა დღეებში ავიარეისების მასობრივად გადადებისა და ქაოსის გამო. მინისტრების მიმართ შენიშვნა ვლადიმირ პუტინმა მოსკოში გამართულ მთავრობის შეხვედრაზე გააკეთა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედევედევმა პროკურატურას დაავალა, შეისწავლოს დემოდედევოს და შერემეტევოს აეროპორტების საქმიანობა, სადაც ყინვების გამო 200-მდე რეისი გადაიდო, ხოლო ტერმინალებში შეწყდა წყლის მიწოდება და გაითიშა სავენტილიაციო სისტემები, რასაც მგზავრების საპროტესტო აქციები მოჰყვა.
XS
SM
MD
LG