Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს


დანიაში დააკავეს ოთხი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან გაზეთ „იულანდს-პოსტენის“ (Jyllands-Posten) წინააღმდეგ განზრახული ტერაქტის მოწყობაში. აღნიშნულ გაზეთში გამოქვეყნდა სწორედ კარიკატურები წინასწარმეტყველ მუჰამედზე. სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი - შვეციის მცხოვრებია და ისინი ისლამისტ მეამბოხეებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. ოპერაცია, რომლითაც ტერაქტის თავიდან აცილება მოხერხდა, დანიისა და შვედეთის პოლიციის კოორდინირებული მოქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG