Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო კოტ-დ’ივუარის მთავრობისა და მოსახლეობის დაცვას აპირებს


გაეროს სამშვიდობო ძალები კოტ-დ’ივუარში არჩეული პრეზიდენტის, ალასან ოუატარას, მთავრობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას აპირებს იმ გამწვავებული ვითარების ფონზე, რაც ყოფილი პრეზიდენტის, ლორენ გბაგბოს, მიერ თანამდებობის დატოვებაზე უარმა გამოიწვია. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ალან ლე როი, გაეროს სამშვიდობო დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამშვიდობოები მზად არიან, დაიცვან კოტ-დ’ივუარის ”ლეგიტიმური მთავრობა”. გაეროს მისიას ამ ქვეყანაში 10 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო კონტინგენტი ჰყავს. ოთხშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, რწმუნებათა სიგელები მიიღო გაეროში კოტ-დ’ივუარის ახალი ელჩისგან, რომელიც ოუატარას მიერ არის დანიშნული. ალასან ოუატარას გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში გასულ თვეში საერთაშორისოდ არის აღიარებული. მიმდინარე კვირაში ოუატარას მთავრობამ გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი გბაგბო კვლავაც უარზე დარჩება დატოვოს პრეზიდენტის ოფისი. ათასობით მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა. 170-ზე მეტი ადამიანია დაღუპული დაპირისპირების გამწვავების შედეგად.
XS
SM
MD
LG