Accessibility links

logo-print

ვაშინგტონმა ვენესუელის ელჩს ვიზა შეუჩერა


შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ელჩს ვიზა შეუჩერა კარაკასის მიერ ვენესუელაში აშშ-ის ახალი ელჩის მიუღებლობის გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობამ გადადგა ”შესაბამისი, პროპორციული და საპასუხო” ნაბიჯი ვენესუელის მიერ ობამას ადმინისტრაციის მიერ კარაკასში დანიშნულ ელჩზე - ლარი პალმერზე უარის თქმის გამო. პალმერმა ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი იმით გაანაწყენა, რომ მისი ელჩად დამტკიცებისას მან ვენესუელის სამხედრო ძალების დაბალ მორალურ დონეზე განაცხადა და გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ კოლუმბიელი მეამბოხეები თავშესაფარს ვენესუელაში პოულობენ.
XS
SM
MD
LG