Accessibility links

logo-print

დანიისა და შვედეთის სამართალდამცავებმა ტერაქტი აღკვეთეს


დანიისა და შვედეთის სამართალდამცავი უწყებები აცხადებენ, რომ მათ ხელი შეუშალეს ისლამისტი ექსტრემისტების მიერ ტერორისტული აქტის განხორციელებას. თავდასხმის ობიექტი შესაძლოა გამხდარიყო შენობა კოპენჰაგენში, სადაც განთავსებულია იმ გაზეთის („იულანდს-პოსტენის“) რედაქცია, რომელმაც წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები დაბეჭდა. პოლიციის ცნობით, ოთხშაბათს კოპენჰაგენის გარეუბანში დააკავეს ოთხი ეჭვმიტანილი, მათ შორის - ერთი ტუნისელი, ერთი ლიბანელი და ერაყელი თავშესაფრის მაძიებელი, ხოლო შვედეთის მოქალაქე, წარმოშობით ტუნისელი შვედეთში დააკავეს. დანიის სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა შეიარაღება, რომელიც ეჭვმიტანილებს ეკუთვნოდა. დანიის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ საქმე ეხებოდა ”გარდაუვალ ტერორისტულ აქტს”: "გამოძიებამ, რომელსაც ეჭვმიტანილთა თვალთვალისას ვაწარმოებდით, დაგვარწმუნა, რომ თავდასხმა 1 იანვრამდე უნდა განხორციელებულიყო. იმ ნივთმტკიცების შეფასების შედეგად, რომელიც აქ, კოპენჰაგენის პოლიციაში მივიღეთ, განსაკუთრებით გამოვყოფდი ავტომატურ იარაღს, ვფიქრობთ, რომ მათ სურდათ მაქსიმალურად ბევრი ადამიანის მოკვლა”.
XS
SM
MD
LG