Accessibility links

კონტროლის პალატის პრიორიტეტები


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა 2010 წლის სამუშაოები შეაჯამა. მან ცოტა ისაუბრა კონკრეტულ საქმეებზე და ბევრი - კონტროლის პალატის, როგორც ინსტიტუციის, გარდაქმნაზე. ასევე შეეხო მომავალი წლის პრიორიტეტებს. კონტროლის პალატაში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.

საქართველოს კონტროლის პალატის ვებგვერდზე წერია, რომ 2010 წლის განმავლობაში 109 აუდიტორული დასკვნა დაიდო. აქედან 7 შემთხვევაში პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 9 სახელმწიფო მოხელე, ბიუჯეტში კი შემოწმებული ობიექტებიდან 15 მილიონი ლარი შევიდა.
ჩვენ შევცვალეთ ამ დაწესებულების სულისკვეთება, მაკონტროლებელი, ე.წ რევიზიული დაწესებულებიდან გადავედით თანამედროვე აუდიტის მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე. შევცვალეთ აუდიტის მეთოდოლოგიის სულისკვეთება...

ამის შესახებ არ უსაუბრია კონტროლის პალატის თავმჯდომარეს. ლევან ბეჟაშვილმა 2010 წლის მთავარ მიღწევად და შედეგად ის დაასახელა, რომ გასული წელი კონტროლის პალატისთვის, როგორც ინსტიტუციისთვის, საქმიანობის მეთოდოლოგიის გამოცდის წელი იყო. მან აღნიშნა, რომ კონტროლის პალატა სადამსჯელო უწყებიდან აუდიტორულ ორგანიზაციად გარდაიქმნა:

”ჩვენ შევცვალეთ ამ დაწესებულების სულისკვეთება, მაკონტროლებელი, ე.წ რევიზიული დაწესებულებიდან გადავედით თანამედროვე აუდიტის მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე. შევცვალეთ აუდიტის მეთოდოლოგიის სულისკვეთება. ჩვენი აუდიტი გახდა შედეგზე ორიენტირებული, ხარჯების გაწევის ეფექტიანობაზე, მიზანშეწონილობაზე, კანონიერებაზე ორიენტირებული. მეორე მნიშვნელოვანი შედეგი ეს არის ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის შექმნა და მისი დამტკიცება“.

ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა მომავალი წლის პრიორიტეტებზე. საზოგადოებისთვის ცნობილია ის 10 პრიორიტეტი, რომელზეც პალატა 2011 წელს გაამახვილებს ყურადღებას. ესენია: სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით წარმართული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები, სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვა, სამედიცინო მომსახურების პროგრამები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მართვა - ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მიხედვითაც კონტროლის პალატამ 2011 წელს უნდა იმოქმედოს.

ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიის შემოწმება შეგნებულად არ ხორციელდებოდა. მომავალი წლიდან კი ამას მთავარ ყურადღებას დაუთმობენ. ასევე გამახვილდება ყურაღება თბილისის და სხვა დიდი ქალაქების საბიუჯეტო სახსრების კონტროლზე.

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, რომელიც კონტროლის პალატის წლის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა, ასევე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. მანაც ხაზი კონტროლის პალატის, როგორც უწყების, მსოფლმხედველობრივ ცვლილებას გაუსვა:
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე

” მთლიანად იცვლება კონტროლის პალატის კონცეფცია. ეს დღეს უკვე გარდაიქმნა და მომავალ წლებში უკვე ჩამოყალიბდება როგორც დასავლური ტიპის, თანამედროვე აუდიტორი, რომლის ამოცანასაც წარმოადგენს არა მხოლოდ იმის დათვლა, რა თანხაში რა გაკეთდა, არამედ იმის შემოწმება, რამდენად ხარისხიანად, ეფექტურად და კარგად დაიხარჯა სახელმწიფო სახსრები”.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, დღეს ”ეროვნული ფორუმის” გენერალური მდივანი რევაზ შავიშვილი კრიტიკულად აფასებს კონტროლის პალატის არსებულ ფუნქციებს. იგი მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის იმ ფუნქციებით და შინაარსით არსებობა, როგორითაც დღეს ისაა წარმოდგენილი, აზრსაა მოკლებული. რევაზ შავიშვილის სიტყვებით, მას მხოლოდ იმის გამო არ აუქმებენ, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო:

”კონტროლის პალატა დღეს სჩადის დანაშაულს, იმიტომ რომ არ ამოწმებს სახელმწიფო ხარჯებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას, არ ავლენს უკანონობას, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. აქედან გამომდინარე, კონტროლის პალატა მალავს იმას, რაც ხდება სახელმწიფოში და ეს არის დანაშაული”.
როდესაც უმაღლესი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო უბრალო შემსრულებელია, იქ საქმის ეფექტიან, სარგებლიან შესრულებაზე საუბარი უადგილოა...

რევაზ შავიშვილის მსგავსად, დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, დემურ გიორხელიძეს, მიაჩნია, რომ საზოგადოებისთვის თითქმის არაფერია ცნობილი კონტროლის პალატის საქმიანობის შედეგების შესახებ. დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ ისეთი უწყებები, როგორიცაა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი კონტროლის პალატის ფუნქციების დუბლირების მცდელობაა, - უბრალოდ, მათ თვალთვალის ფუნქციებიც აქვთ:

”კონტროლის პალატა, უბრალოდ, შემსრულებლად არის გადაქცეული და როდესაც უმაღლესი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო უბრალო შემსრულებელია, იქ საქმის ეფექტიან, სარგებლიან შესრულებაზე საუბარი უადგილოა”.

კონტროლის პალატაში ითქვა, რომ 2011 წლიდან პალატა თვისებრივად ახალ ფუნქციას შეიძენს - ესაა საბიუჯეტო სახსრების მიზნობრიობის შემოწმება, რაც ახალი სიტყვა იქნება კონტროლის პალატის საქმიანობაში; მომავალი წელი საბიუჯეტო წესრიგის დამყარების წელიც იქნება.
XS
SM
MD
LG