Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი გაუპატიურებაში დამნაშავედ სცნეს


ისრაელში სასამართლომ გაუპატიურებასა და სხვა სახის სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მოშე კაცავი, რომელსაც ახლა, სულ ცოტა, ოთხი წლით პატიმრობა ემუქრება. კაცავი უარყოფს ბრალდებას, რომ ორჯერ გააუპატიურა ყოფილი თანაშემწე ქალი და ძალას მიმართა კიდევ ორთან ურთიერთობაში. მას წაყენებული აქვს აგრეთვე მოწმეებზე ზემოქმედებისა და მართლმსაჯულების დაბრკოლების ბრალდებები. განაჩენი, რომლითაც ოთხნახევარწლიანი სამართლებრივი ბრძოლა დასრულდა, ისრაელის ისტორიაში, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, უპრეცედენტოდ მკაცრ ზომას მოასწავებს. 65 წლის მოშე კაცავი სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულმა სკანდალმა აიძულა, 2007 წელს გადამდგარიყო. პრეზიდენტის პოსტზე ის შიმონ პერესმა შეცვალა.
XS
SM
MD
LG