Accessibility links

logo-print

ობამამ სენატისთვის გვერდის ავლით დანიშნა ელჩები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანში


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ოთხი ახალი ელჩი დანიშნა ისე, რომ გვერდი აუარა ჩვეულ პროცედურას, რომელიც კანდიდატების სენატის მიერ დამტკიცებას ითვალისწინებს. საქმე ეხება აზერბაიჯანში, თურქეთში, სირიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ელჩებს, რომელთა კანდიდატურებსაც მანამდე სენატში წინააღმდეგობა შეხვდათ. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა სარგებლობს უფლებით, დროებით დანიშნოს ელჩები ოთხ ქვეყანაში გათავისუფლებული პოსტების შესავსებად. ასეთი ნაბიჯის გადადგმა დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როცა სენატს არდადეგები აქვს, როგორც ახლა და გადაწყვეტილება ძალაში რჩება კონგრესის შემდეგი სესიის დასრულებამდე. აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩად დაინიშნა მეთიუ ბრაიზა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე თანაშემწე.
XS
SM
MD
LG