Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“: წელს ჟურნალისტთა მკვლელობებმა იკლო, მოტაცების შემთხვევებმა იმატა


ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 2010 წელს 57 ჟურნალისტი იქნა მოკლული, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, როგორც ორგანიზაცია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, ჟურნალისტების მკვლელობები ბოლო ათწლეულის მანძილზე არ შემცირებულა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავღანეთში, კოლუმბიაში, ერაყში, პაკისტანსა და რუსეთში. მეორე მხრივ, ბოლო წლის მანძილზე იმატა ჟურნალისტების მოტაცების შემთხვევებმა. ორგანიზაციამ წელს 51 ასეთი შემთხვევა აღრიცხა, ანუ წინა წელს აღრიცხულ 33 შემთხვევაზე მეტი.
XS
SM
MD
LG