Accessibility links

“მაესტროს” ჟურნალისტებს დღეს ”ახლებმა” გამოუცხადეს სოლიდარობა


ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებს დღეს სოლიდარობა გამოუცხადა ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. მისი ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, განმარტებით, პარტია არ ერევა ტელეკომპანიის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების კონფლიქტში, მაგრამ აღიარებს და პატივს სცემს სარედაქციო საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპს. ”ახლები” აშშ-ის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მოუწოდებენ, სწრაფად მიმართონ საგანგებო ზომებს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გადასარჩენად.
XS
SM
MD
LG