Accessibility links

logo-print

”მაესტროს” გენერალური დირექტორის ბრალდებებს ქართული პარტია უსაფუძვლოდ მიიჩნევს



ქართულმა პარტიამ უსაფუძვლო უწოდა ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორის, კახა ბექაურის, მიერ პარტიის პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილისადმი გამოთქმულ ბრალდებებს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ქართული პარტია აღნიშნავს, რომ უკვე 9 თვეა ეროსი კიწმარიშვილი ”მაესტროს” მართვაში აღარ მონაწილეობს, მის სარედაქციო მუშაობაში არანაირი ფორმით არ ჩარეულა და არ ერევა. ქართული პარტიის განცხადებით, მისი ყველა ლიდერისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მიუღებელია პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მედიასაშუალებების გამოყენება. ფინანსური პრობლემების გამო, მაესტრომ მუშაობის რეჟიმი ოთხშაბათიდან შეცვალა. არხის გენერალურმა დირექტორმა, კახა ბეაქურმა, ფინანსური წყაროების გადაკეტვაში დაადანაშაულა ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, რომლის კომპანიას სამწლიანი მართვის უფლებით მაესტრო შარშან გადაეცა. ბექაურის განცხადებით, კიწმარიშვილს სურდა მაესტრო ქართული პარტიის ინტერესების გამომხატველ ტელეარხად გადაექცია.
XS
SM
MD
LG