Accessibility links

ავღანეთში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 14 სამოქალაქო პირი დაიღუპა


ნატოსა და ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 14 სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ექსტრემისტების აქტიურობით გამოირჩევა და ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რეგიონად არის მიჩნეული. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მკაცრად დაგმო აფეთქება და მის მომწყობთ „სასტიკი და უვიცი ტერორისტები“ უწოდა.
XS
SM
MD
LG