Accessibility links

logo-print

მიხაილ ხოდორკოვსკის ექვსი წლით გაუგრძელეს პატიმრობა


მოსკოვში სასამართლომ ექვსი წლით გაუგრძელა პატიმრობა მიხაილ ხოდორკოვსკისა და მის ბიზნეს-პარტნიორ პლატონ ლებედევს. ხოდორკოვსკი რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი იყო, კომპანია „იუკოსის“ მფლობელი, ახლა კი მერვე წელია, პატიმრობას იხდის. ახალი განაჩენის შედეგად, ის 2017 წლამდე დარჩება ციხეში. ხოდოროვსკი დამნაშავედ სცნეს საკუთარი კომპანიისაგან 27 მილიარდამდე დოლარის ნავთობის მოპარვასა და ფულის გათეთრებაში. ხოდორკოვსკის ადვოკატები აკრიტიკებენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ მათს წამყენებლებს ნავთობის ბიზნესის შესახებ ცოდნა არ გააჩნიათ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, გიდო ვესტერველეს შეფასებით, საქმე ეხება „დასანან“ განაჩენს, რომელმაც დაასრულა „საეჭვო“ სასამართლო პროცესი.
XS
SM
MD
LG