Accessibility links

logo-print

პოლონეთში შვედი ნეონაცისტი გაასამართლეს


პოლონეთში სასამართლომ ორი წლით და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯა შვედეთის მოქალაქეს, რომელმაც ორგანიზება გაუწია ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის ჭიშკარზე წარწერის, „შრომა ათავისუფლებს“, მოპარვას. ანდერს ჰოგსტორმმა, ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერმა, დანაშაული შარშან აღიარა. ის სასჯელს შვედეთის საპატიმროში მოიხდის. მისი ორ პოლონელ თანამოსაქმეს ორნახევარწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ლითონის წარწერა შარშან დეკემბერში მოიპარეს. შემდეგ მას, სამ ნაწილად დაჭრილს, პოლონეთის ჩრდილოეთში მიაგნეს.
XS
SM
MD
LG