Accessibility links

თბილისსა და ბათუმში განსაკუთრებული საახალწლო სამზადისია


საახალწლო ნაძვის ხე თავისუფლების მოედანზე

საახალწლო ნაძვის ხე თავისუფლების მოედანზე

თბილისსა და ბათუმში დღეს ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. საპატრულო პოლიციის უფროსის, გიორგი გრიგალაშვილის ინფორმაციით, თბილისში დღეს, 15:00 საათიდან, ავტოტრანსპორტისთვის მთლიანად გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა ორბელიანის მოედნამდე. საახალწლო ღონისძიებებზე მისვლა კი, შესაძლებელი არის მხოლოდ რუსთაველის გამზირიდან და პუშკინის ქუჩიდან. ბათუმში ასევე 15:00 საათიდან გადაიკეტა ევროპის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. საახალწლო ღონისძიებებზე მისვლა შესაძლებელი არის დემეტრე თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან, ასევე, ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან. გრიგალაშვილის განცხადებით, თბილისსა და ბათუმში საახალწლო ღონისძიებებზე აკრძალულია ასაფეთქებელი პეტარდების, ფეთქებადი ფოირვერკების, შუშხუნების, აალებადი ნივთებისა და ბოთლების – მათ შორის პლასტმასის ბოთლების შეტანა. შესასვლელ ადგილებში მოხდება შემოწმება შესაბამისი ხელსაწყოებით და პირები, ვისაც აკრძალული ნივთები აღმოაჩნდებათ, ღონისძიებებზე არ დაიშვებიან.
XS
SM
MD
LG