Accessibility links

logo-print

ალექსანდრიის ყველაწმინდის ტაძარში 31 დეკემბრის ტერაქტის შემდეგ პირველად ჩატარდა წირვა


ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, ყველაწმინდის ტაძარში, დღეს პირველად ჩატარდა ღვთისმსახურება ახალი წლის ღამით მომხდარი ტერაქტის შემდეგ. კვირას ათობით მორწმუნე შეიკრიბა ქრისტიანი კოპტების ტაძარში, რომლის გვერდითაც მოხდა აფეთქება 31 დეკემბერს. ამჟამად ეკლესიის შენობასთან უსაფრთხოებას იცავდნენ პოლიციის სპეცსამსახურის წარმომადგენლები. ტერაქტი, რომელიც სავარაუდოდ თვითმკვლელმა განახორციელა, დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერთა უმრავლესობამ. ალექსანდრიაში აფეთქების შედეგად სულ ცოტა 21 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.
XS
SM
MD
LG