Accessibility links

logo-print

საქინე მოჰამადი აშტიანი შეიძლება არ დასაჯონ სიკვდილით


სიკვდილმისჯილი ირანელი ქალის, 43 წლის საქინე მოჰამადი აშტიანის სიკვდილით დასჯა შეიძლება არ შედგეს. ამის შესახებ ისაუბრა სააგენტო „ფარსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირანის რეგიონის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის სასამართლო ხელისულფების ხელმძღვანელმა მალექ აჟდარ შარიფიმ. მისი თქმით, შესაძლებელია ნებისმიერი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჯერაც არსებობს ზოგიერთი ეჭვი ბრალდებულის დანაშაულის დამადასტურებელ სამხილებთან დაკავშირებით. საქინე აშტიანი, რომელსაც მეუღლის ღალატისთვის მიესაჯა სიკვდილი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. მის საქმეს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. სასამართლოს განაჩენი გააკრიტიკეს დასავლეთის რიგმა ლიდერებმა, ასევე ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
XS
SM
MD
LG