Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერებმა ახალი წელი ახალი დაპირებებით აღნიშნეს


მსოფლიოს ლიდერებმა ახალი წელი ახალი დაპირებებით აღნიშნეს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველ იანვარს სატელევიზიო მიმართვაში შეაქო საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის წარმატებები. მან 2010 წელი დაახასიათა, როგორც შემოტრიალების წერტილი, რომელმაც მომავალ წლებში შეიძლება გამოიღოს ნაყოფი. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მიესალმა 2011 წელს, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავს აღნიშნავს. მისი თქმით, „ეს იქნება „მძიმე შრომისა“ და უფრო დიდი რეფორმის წელი. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 2010 წელს „რთული მაგრამ ბედნიერი“ უწოდა და პირობა დადო, რომ 2011 წელი „მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კეთილდღეობის მიმართულებით.“
XS
SM
MD
LG