Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი პაკისტანში დელეგაციას გაგზავნის თალიბებთან მოლაპარაკებების ორგანიზებაზე სათათბიროდ


ავღანეთი პაკისტანში მშვიდობის უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებს გაგზავნის თალიბებთან მოლაპარაკებების ორგანიზებისკენ მიმართული ძალისხმევის თაობაზე მოსათათბირებლად. ამის შესახებ კვირას განაცხადა მშვიდობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ატაულა ლუდინმა. მისი თქმით, დელეგაციაში, რომელიც სამშაბათს გაემგზავრება ისლამაბადში, საბჭოს 15 წევრი შევა. მიმომხილველთა აზრით, თალიბების მთავარი ლიდერები, მათ შორის მოლა მუჰამად ომარი, ამჟამად ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანს, მომთაბარეებით დასახლებულ რეგიონებს, აფარებენ თავს.
XS
SM
MD
LG