Accessibility links

logo-print

არნოლდ შვარცენეგერი ტოვებს კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობას


არნოლდ შვარცენეგერი ტოვებს კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობას. მის ადგილს დემოკრატი ჯერი ბრაუნი დაიკავებს. როცა რესპუბლიკელი შვარცენეგერი გუბერნატორად აირჩიეს შვიდი წლის წინათ, მან პირობა დადო, რომ კალიფორნიაში ეკონომიკურ ვითარებას გამოასწორებდა. მაგრამ, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, ეკონომიკური პრობლემების გამძაფრებასთან ერთად იკლებდა გუბერნატორის პოპულარობა. ამასთან, შვარცენეგერი ერთობ რადიკალური ინიციატივებით გამოვიდა კლიმატის ცვლილებების სფეროში, რითაც გარემოს დამცველთა პატივისცემა დაიმსახურა.
XS
SM
MD
LG