Accessibility links

logo-print

გერმანიის ასზე მეტი მაღალი რანგის პირი მოითხოვს ირანში დაკავებული ორი გერმანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას


დღეს გერმანიის ასზე მეტმა მაღალი რანგის პირმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვერსტერველემ, მოაწერა ხელი ირანის მთავრობისადმი ღია წერილს, რომელშიც მოითხოვენ ირანში სიკვდილმისჯილი ქალის, საქინე აშტიანის საქმესთან დაკავშირებული ორი გერმანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას. გუშინ აშტიანიმ განაცხადა, რომ ორმა გერმანელმა მისი მდგომარეობა გააუარესა. 43 წლის აშტიანის სიკვდილი მიუსაჯეს ქმრის ღალატის ბრალდებით. ორი გერმანელი ჟურნალისტი 10 ოქტომბერს დააკავეს ირანში მას მერე, რაც მათ, როგორც იტყობინებიან, ინტერვიუ ჩამოართვეს აშტიანის ვაჟს, საჯად ღადერზადეს, რომელიც მოგვიანებით დააპატიმრეს, მაგრამ გასულ თვეში გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG