Accessibility links

კვირას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედროებმა ახალგაზრდა პალესტინელი მოკლეს


კვირას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედროებმა მოკლეს ახალგაზრდა პალესტინელი, რომელიც მათ საგუშაგოს მიუახლოვდა. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის ცნობით, პალესტინელს ხელში ეჭირა გაურკვეველი სითხის შემცველი ბოთლი და არ დაემორჩილა სამხედროთა მოთხოვნას, რომ შეჩერებულიყო. პალესტინელთა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოკლული მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ადგილამდე მისვლას ცდილობდა ქალაქ ნაბლუსის მახლობლად. ეს მეორე ამგვარი შემთხვევაა უკანასკნელი დღეების განმავლობაში. შაბათს გარდაიცვალა 36 წლის პალესტინელი ქალი. ის დაიხრჩო ცრემლმდენი გაზით, რომელიც ისრაელის სამხედროებმა გაუშვეს, როცა დასახლება ბილინის მახლობლად დამცავი ბარიერის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტეტო აქციას შლიდნენ.
XS
SM
MD
LG